მედია – ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა
29/06/2020 12:00:29 მსოფლიო
ირანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიდევ ათეულობით პირის დაპტიმრების ორდერი გასცა და მათ დაპატიმრებაში დახმარებისთვის "ინტერპოლს" მიმართა, - იუწყება „ალ ჯაზირა“.
თეირანის პროკურორ ალი ალყასიმერის განცხადებით, ტრამპს და მასთან ერთად 30-ზე მეტ პირს, რომლებსაც ირანი გენერალ ყასემ სულეიმანზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს, „მკვლელობისა და ტერორიზმის ბრალდებებით გასამართლება ემუქრებათ“.
ცნობისთვის: 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სამხედროების მიერ განხორციელებულ ოპერაციას ირანის "ისლამური რევოლუციური გვარდიის" სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.


