
UEFA –ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს
18/06/2019 08:36:54 სხვა, მსოფლიო, საზოგადოება
UEFA –ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, პლატინის დაკავება 2020 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევას უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, პლატინი პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.