
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქი თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით
18/06/2019 07:49:57 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "ამერიკის ხმის" კითხვაზე 17 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღრმადაა შეშფფოთებული ლგბტქი თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით “თბილისი პრაიდის” მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით. ამასთან, აშშ-ის საგარეო უწყება მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ ის თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ყველა მოქალაქე სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.
წყარო: "ამერიკის ხმა".