Accentnews.ge
საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები

18/06/2019 04:48:55 სხვა, სამართალი

სტამბოლში რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიცია საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებს. ინფორმაციას „ჰაბერთურქი“ ავრცელებს.

შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის სტამბოლის ფათიჰის რაიონში, გადამზიდავი კომპანიის ოფისში შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. თურქული მედიის ცნობით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. 56 წლის მამაკაცი საავადმყოფოში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ასევე დაჭრილია რუსეთის ერთი მოქალაქე.

"როდესაც ქუჩაში გამოვედი, დავინახე რომ მაყუჩიანი პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი ვიღაცას მისდევდა. მან მეორე მამაკაცს თავში ესროლა. ეს დევნა აქ ქუჩის გასწვრივ მიმდინარეობდა. როგორც მე დავინახე, მიმალვას 2 მამაკაცი ცდილობდა, ერთ-ერთს ტყვია მოხვდა და ქუჩაშივე დაეცა. მეორე კი გაიქცა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მაყუჩიანი იარაღი, ვაზნები და დანა აღმოაჩინეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს კონსული აქტიურ კომუნიკაციაშია თურქ სამართალდამცველებთან და მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება. 

სხვა დეტალებზე ამ დროისთვის უცნობია. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S