თურქეთში საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
23/06/2020 10:10:16 მსოფლიო
თურქეთში საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, - იუწყება თურქული მედია.
გამოძიების მასალების მიხედვით ეჭვმიტანილები ინფორმაციას აგროვებდნენ კონსერვატიული ორგანიზაციებისა და რელიგიური ჯგუფების შესახებ. ისინი ყალბი პირადობის მოწმობებით სარგებლობდნენ.
როგორც თურქული მედია წერს, ერთ-ერთი ბრალდებული მეთინ ოზდემირი ფრანგმა სამხედროებმა ავღანეთში მსახურობის დროს გადაიბირეს. გამოძიების მასალების მიხედვით ის 120 პირის, მათ შორის იმამების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას. მოგვიანებით აგენტურულ საქმიანობაში ოზდემირმა კიდევ სამი პირი ჩართო. 4-ვე დაკავებულს პოლიტიკური და სამხედრო შპიონაჟისთვის გაასამართლებენ.


