რუსეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 600 000–ს მიუახლოვდა
23/06/2020 08:00:23 მსოფლიო
რუსეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 600 000–ს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 153 ადამიანი დაიღუპა და 7 425 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 8 359 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 599 705 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 356 429 პირი.


