Accentnews.ge
აშშ–მა არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზებისა და მწვანე ბარათების გაცემა წლის ბოლომდე შეაჩერა

აშშ–მა არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზებისა და მწვანე ბარათების გაცემა წლის ბოლომდე შეაჩერა

22/06/2020 19:56:17 მსოფლიო

აშშ–მა არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზებისა და მწვანე ბარათების გაცემა წლის ბოლომდე შეაჩერა, – იუწყება The Guardian.

მისივე ცნობით, შეზღუდვა ეხება კვალიფიციური მუშახელისთვის H-1B ტიპის და სეზონური მუშახელისთვის H-2B ტიპის ვიზებს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაიშვება გარკვეული გამონაკლისები.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ვიზების გაცემის დროებით აკრძალვა სამუშაოთი უზრუნველყოფს ამერიკელებს, რომლებიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო უსამსახუროდ დარჩნენ. ტრამპის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გზას გაუხსნის 525 000 სამუშაო ადგილს.

აშშ-ში უმუშევრობამ 13%-ს გადააჭარბა.

ცნობისთვის: არასაიმიგრაციო ვიზებს იყენებენ ტურისტები, საქმიანი პირები, სტუდენტები ან სპეციალობით მომუშავეები, რომელთაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად სურთ დარჩენა.

რაც შეეხება მწვანე ბარათს, აღნიშნული პროგრამა 1990 წლის საიმიგრაციო კანონის თანახმად დაარსდა. ამ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 55 000 საიმიგრაციო ვიზა თამაშდება. მწვანე ბარათი აძლევს საშუალებას იმიგრანტებს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშავოს აშშ-ში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დოლანდ ტრამპმა მწვანე ბარათის გაცემის დროებით შეწყვეტის ბრძანებას ხელი დღეს 23 აპრილს მოაწერა. მიზეზად კი პანდემია დაასახელა. ბრძანება ძალაში 24 ივნისამდეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S