Accentnews.ge
მაკრონი: "თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს"

მაკრონი: "თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს"

22/06/2020 19:44:04 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, "თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს".

"მე უკვე მქონდა საშუალება ნათლად მეთქვა პრეზიდენტ ერდოღანისთვის, რომ თურქეთი დღეს თამაშობს სახიფათო თამაშს ლიბიაში. მისი ქმედებები ბერლინის კონფერენციაზე ნაკისრ ვალდებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის" – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ მანამდე ლიბიის კრიზისი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა.

ცნობისათვის: ლიბიაში კონფლიქტი 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2014 წელს იგი სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. თურქეთი მხარს ეროვნული თანხმობის მთავრობას უჭერს, გაერო–ს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდამჭერია აშშ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S