Accentnews.ge
ჯანმო: „ბევრ ქვეყანაში, სადაც Covid-19-ს წარმატებით გაუმკლავდნენ, დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა“

ჯანმო: „ბევრ ქვეყანაში, სადაც Covid-19-ს წარმატებით გაუმკლავდნენ, დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა“

22/06/2020 18:58:38 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში, სადაც Covid-19-ს წარმატებით გაუმკლავდნენ, დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

როგორც ჯანმო–ში აცხადებენ, ახალი შემთხვევები ძირითადად რელიგიურ რიტუალებს, დიდ თავყრილობებსა და ღამის კლუბებს უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, ახალი შემთხვევების გამოვლენისთანავე მყისიერად იმოქმედონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამხრეთ კორეამ ქვეყანაში Covid-19–ის მეორე ტალღის გავრცელების თაობაზე განაცხადა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ღამის კლუბებსა და გასართობ პარკებს უკავშირდება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 470 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 000 000–ს გადააჭარბა, 4 842 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 908-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S