Accentnews.ge
კოვიდ-ინფიცირების აზერბაიჯანის დღიურმა მაჩვენებელმა სომხეთისას გადააჭარბა

კოვიდ-ინფიცირების აზერბაიჯანის დღიურმა მაჩვენებელმა სომხეთისას გადააჭარბა

22/06/2020 16:36:31 მსოფლიო

კოვიდ-ინფიცირების აზერბაიჯანის დღიურმა მაჩვენებელმა სომხეთისას გადააჭარბა. ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში COVID-19–ით 478 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო სომხეთში – 320.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კოვიდ-ინფიცირების ​სომხეთის დღიური მაჩვენებელი აზერბაიჯანისას აჭარბებდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19-მა 161 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 13 207 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7 161 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 470 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 000 000–ს გადააჭარბა, 4 842 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 908-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S