Accentnews.ge
კირილმა რუსეთს გერმანიის თავდასხმის დღე “გულითადად მიულოცა”

კირილმა რუსეთს გერმანიის თავდასხმის დღე “გულითადად მიულოცა”

22/06/2020 15:57:56 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, 22 ივნისს – 1941 წელს სსრკ-ზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმის წლისთავზე რუსეთის არმიის ამასწინათ გახსნილი მთავარი ტაძარი პატრიარქ კირილის თანხლებით მოინახულა და მემორიალური კომპლექსი "ხსოვნის გზა” გახსნა.

პუტინი სამხედროების წინაშე სიტყვითაც წარსდგა და განაცხადა, რომ “დიდი სამამულო ომის ხსოვნა აბსოლუტურად წმინდაა”.

მანამდე სამხედროებს კირილმა მიმართა და სიტყვის ბოლოს განაცხადა, "ღირსშესანიშნავ, სამწუხარო, მაგრამ ამავდროულად საზეიმო დღეს გილოცავთ ყველასო”.

კირილის ამ განცხადებამ სოცქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრს უადგილოდ ეჩვენა პატრიარქის “მილოცვა” ფაშისტური გერმანიის თავდასხმის დღესთან დაკავშირებით.

იხილეთ ასევე: რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარს მოზაიკა “დაამშვენებს” პუტინის, შოიგუსა და სტალინის გამოსახულებით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S