სამხრეთ კორეამ ქვეყანაში COVID-19–ის მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
22/06/2020 12:38:58 მსოფლიო
სამხრეთ კორეის ხელისუფლება ქვეყანაში COVID-19–ის „მეორე ტალღის“ დაწყების შესახებ განაცხადა,– იუწყება BBC.
ბოლო 24 საათში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „კოვიდ-19“-ის 17 ახალი შემთხვევა აღრიცხა. ყველა მათგანი დიდ ოფისებსა და საწყობებში გამოვლინდა.
როგორც მთავრობა აცხადებს, მართალია, ინფიცირებულთა რიცხვი მაღალი არ არის, თუმცა შესაძლოა, ქვეყანას მცირე ზომის კლასეტრებთან გამკლავება რამდენიმე თვე მოუწიოს.
„ჩვენ თავდაპირველად ვვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა შემოდგომაზე ან ზამთარში დაიწყებოდა, მაგრამ ჩვენი პროგნოზები არ გამართლდა. მეორე ტალღა მაისში, სეულიდან დაიწყო“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ამჟამად სამხრეთ კორეაში 12 438 ინფიცირებულია აღრიცხული. 10 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო დაღუპულია 280 პაციენტი.


