Accentnews.ge
მეუფე პეტრე: "ეკლესიამ სოდომის ცოდვა ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს"

მეუფე პეტრე: "ეკლესიამ სოდომის ცოდვა ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს"

17/06/2019 11:57:04 სხვა, საზოგადოება

სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს - ასე ეხმიანება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ლგბტ თემის მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებს.

მისი თქმით, ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემებზე ზვიად გამსახურდია წერდა, თუმცა ეკლესიამ ბრძოლას თავი აარიდა.

​„წამახალისებელია ამ მოვლენების ის ფაქტი, რომ ეკლესიამ თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა, მიუხედავად, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ეროვნული ლიდერის, პირველი პრეზიდენტის,  ბატონ ზვიად გამსახურდიას წერილისა და მისი მოწოდებისა, რომ ეკლესიის წიაღში არის პრობლემები და სოდომური ცოდვის წინააღმდეგ შიგნით უნდა დაწყებულიყო ბრძოლა. დღესაც ვფიქრობ, არ არის დაგვიანებული და ადამიანები, საერონი თუ სასულიერონი, რომლებიც გამოდიან თითქოს უკომპრომისოდ ებრძვიან უზნეობას, უწმინდურობას, პიდარასტიას, მამათმავლობის პროპაგანდას და უღმერთოებას ეს ადამიანები ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და არიან კომფორმისტები. აქედან გამომდინარე მათი სანდოობა არ არის მაღალი ხარისხის,“-ამბობს მეუფე პეტრე და დასძენს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ეკლესია სულიერ შვილებზე ზრუნვას. 

მეუფე პეტრე სინოდის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, სწორედ მღვდელმთავრებმა უნდა იმსჯელონ იმ დაპირისპირებაზე, რომელიც საზოგადოებაში „თბილისი პრაიდის“ ჩატარებასთან დაკავშირებით გაჩნდა.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ უმჯობესი იყო სხდომა რამდენიმე დღის წინ გამართულიყო და საპატრიარქოს ნაცვლად დაპირისპირებული მხარებიისადმი მიმართვის წერილი სინოდის წევრებს გაევრცელებინათ.

მეუფე პეტრემ ასევე ისაუბრა ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ ე.წ. კომბლების რევოლუციაზე. მისი თქმით, საზოგადოება ბოროტებას სიკეთით უნდა ებრძოლოს, ხოლოდ ძალადობა მხოლოდ სიტყვებით არ უნდა იქნას დაგმობილი, საჭიროა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა დავგმოთ ყოველივე ცოდვა და უზნეობა უწმინდურობა და მით უმეტეს ცოდვის პროპაგანდა, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ,რომ ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ სიკეთით, უწმინდურობას უნდა ვებრძოლოთ სიკეთით და ძალადობა კი უნდა დავგმოთ არამხოლოდ სიტყვით და განცხადებით, არამედ საქმით,“-ამბობს მეუფე პეტრე.   

ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, სინოდის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება. მღვდელმთავრები სხდომაზე წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე იკრიბებიან, წელს გაზაფხულის სინოდის სხდომა არ ჩატარებულა. 

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S