Accentnews.ge
ირანი: "საფრანგეთს ისტორიული როლის შესრულება შეუძლია, თუმცა დრო ცოტაა“

ირანი: "საფრანგეთს ისტორიული როლის შესრულება შეუძლია, თუმცა დრო ცოტაა“

17/06/2019 11:33:26 სხვა, მსოფლიო

ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ევროპას ძალიან მცირე დრო რჩება იმისათვის, რომ ბირთვული გარიგება გადაარჩინოს.

„ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას. საფრანგეთს შეუძლია, იმუშაოს ბირთვული შეთანხმების ხელმომწერ სახელმწიფოებთან და შეასრულოს ისტორიული როლი, რათა გადარჩეს ეს გარიგება. თუმცა ევროპას დრო ცოტა აქვს. ამ შეთანხმების გაუქმება არც რეგიონისა და არც მსოფლიოს ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა როუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტმა ევროპას არაერთხელ უსაყვედურა, რომ აშშ–ის ქმედებებზე რეაქცია არ აქვთ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, ვერ დაინახა ევროპის მიერ მიღებული სერიოზული ზომები. 

ცნობისთვის: ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S