Accentnews.ge
ესპანეთმა ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები კვლავ შემოიღო

ესპანეთმა ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები კვლავ შემოიღო

22/06/2020 10:31:00 მსოფლიო

Covid-19–ის შემთხვევების ზრდის გამო ესპანეთმა გარკვეულ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები კვლავ შემოიღო. როგორც "The Guardian" იუწყება, ესპანეთის ჩრდილო – აღმოსავლეთით მდებარე არაგონის რეგიონის სამ უბანში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც სამივე უბანში კარანტინი გამოაცხადეს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრ სალვადორ ილას განცხადებით, რეგიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქვეყანამ პანდემიის გამო შემოღებული დაახლოებით სამთვიანი კარანტინის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. გუშინ ესპანეთმა ევროკავშირისა და შენგენის ზონიდან ჩასული მოგზაურებისთვის საზღვარი გახსნა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში Covid-19-მა 28 323 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 293 352 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 470 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 000 000–ს გადააჭარბა, 4 842 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 908-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S