Accentnews.ge
ჯანმომ მსოფლიოს მასშტაბით COVID-ინფიცირების რეკორდული დღიური ნამატის შესახებ განაცხადა

ჯანმომ მსოფლიოს მასშტაბით COVID-ინფიცირების რეკორდული დღიური ნამატის შესახებ განაცხადა

22/06/2020 08:53:58 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) პლანეტის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობის რეკორდული დღიური ნამატის (183 ათასი) შესახებ განაცხადა.

ახალ შემთხვევათა ყველაზე დიდი ნამატი, ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირდა ბრაზილიაში, აშშ-სა და ინდოეთში.

იმავე პერიოდში ვირუსისგან დაიღუპა 4743 ადამიანი.

ბრაზილიაში კოვიდ-გარდაცვალებების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ აშშ უსწრებს, სადაც ეპიდემიის დაწყების დროიდან თითქმის 120 ათასი ლეტალური შემთხვევაა აღრიცხული. სულ კი მსოფლიოს მასშტაბით ვირუსისგან უკვე 468 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

პლანეტის მასშტაბით კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 9 მილიონს უახლოვდება, - იუწყება ჯონ ჰოპკინსის ამერიკული უნივერსიტეტი. პორტალ worldometers.info-ს ცნობით კი, ეს მაჩვენებელი 9 მილიონს უკვე გასცდა.

ევროპის ქვეყნებში, სადაც მაისიდან ხელისუფლებები საკარანტინო ღონისძიებებს ნელ-ნელა ასუსტებენ, იმავდროულად საავადმყოფოებს მეორე ტალღისთვის ამზადებენ. Reuters-ის ცნობით, წარმოებს დამატებით თანამშრომლების მიღება ინტენსიური თერაპიის პალატებში სამუშაოდ, მედიკოსებისთვის ტარდება COVID-19-ით ინფიცირებულებთან მუშაობის ინტენსიური ტრენინგები.

ევროპის მასშტაბით სადღეისოდ ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთს აქვს - 305 ათასზე მეტი. ათეულში შედიან ასევე ესპანეთი და იტალია.

ამავდროულად, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია შედიან იმ ქვეყნების ხუთეულში, სადაც კოვდ-გარდაცვალებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. ამ მხრივ სახელმწიფოთა ათეულში კი ასევე ესპანეთი და ბელგია ფიგურირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S