საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800 000–ს გადააჭარბა
22/06/2020 07:53:33 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800 000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 187, 685 ინფიცირებული, 4 950 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 12 729 ინფიცირებული, 154 გარდაცვლილი
- სომხეთი: 20 588 ინფიცირებული, 360 გარდაცვლილი
- რუსეთი: 592 280 ინფიცირებული, 8 206 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 470 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 000 000–ს გადააჭარბა, 4 842 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 908-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


