ბოლო 24 საათში უკრაინაში Covid-19–ით 3–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში
22/06/2020 07:42:58 მსოფლიო
ბოლო 24 საათში უკრაინაში Covid-19–ით თითქმის 3–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში უკრაინაში 681 ადამიანი დაინფიცირდა, იტალიაში კი – 240.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 1012 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 37 241 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 16 642 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 470 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 000 000–ს გადააჭარბა, 4 842 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 908-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


