ცხინვალის საავადმყოფოში სროლა იყო
22/06/2020 07:33:09 მსოფლიო
ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში სროლა იყო, – იუწყება ოსური მედია.
მისივე ცნობით, "რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე სროლაში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავეს".
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, 21 ივნისს ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის, საავადმყოფოს ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა შეაღწია და უმისამართო სროლა დაიწყო. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
დე ფაქტო უწყება ინციდენტის დეტალების თაობაზე ინფორმაციას არ ავრცელებს.


