სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შემცირდა
22/06/2020 07:18:31 მსოფლიო
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 10 ადამიანი დაიღუპა და 320 დაინფიცირდა. გუშინ COVID-19–ის 560 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 360 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 20 588 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9 131 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 470 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 000 000–ს გადააჭარბა, 4 842 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 908-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


