Accentnews.ge
უკრაინამ შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში იჩივლოს

უკრაინამ შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში იჩივლოს

22/06/2020 05:52:38 მსოფლიო

უკრაინის პრეზსიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუკი ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით საკუთარ დაპირებებს არ შეასრულებს, უკრაინა საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ზელენსკიმ The Globe and Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, შევძლებთ ირანის მთავრობისგან შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა მივიღოთ, რადგან, საკითხი მხოლოდ იმას არ ეხება, რომ ისინი შავ ყუთებს არ გვაძლევენ: მათ ოფიციალურად უნდა მოიხადონ ბოდიში; სათანადო კომპენსაცია უნდა გადაიხადონ. მათ უნდა გააკეთონ ის, რასაც დაგვპირდნენ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება მეტი არჩევანი, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოს მივმართოთ. მათ იციან ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, ირანული მხარე ბორტის ჩანაწერების გადაცემის დაყოვნებას პანდემიას აბრალებს, თუმცა პრობლემა „უსასრულოდ ვერ მოიცდის, რადგან უკრაინა ისედაც დიდი ხანია ამას ელოდება“.

თეირანთან ახლოს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბოინგის“ ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 11 იანვარს აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა“ გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S