Accentnews.ge
2 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

2 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

22/06/2020 05:39:29 მსოფლიო

2 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 24 ადამიანი დაიღუპა და 240 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში Covid-19-მა 34 634 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 238 499 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 182 893 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 470 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 000 000–ს გადააჭარბა, 4 842 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 908-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S