Accentnews.ge
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

22/06/2020 05:17:57 მსოფლიო

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუვიჩმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ არჩევნებში მათი გაერთიანების მხარდამჭერთა რაოდნეობა 60%-ს აჭარბებს.

წინასწარი მონაცემებით, 10-%-ით მეორე ადგილზეა „სოციალისტური პარტია", მესამე ადგილს კი 4%-იანი მხარდაჭრით „სერბეთის პატრიოტული ალიანსი" იკავებს.

სერბეთში, 21 პოლიტიკური პარტიის წევრებს შორის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 250 ადამიანი უნდა აირჩიონ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, იმ პირობებში, როცა ყველა მედიასაშუალებას ხელისუფლება აკონტროლებს, ობიექტური არჩევნები ვერ ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S