Accentnews.ge
სასამართლომ ტრამპს ბოლტონის მემუარების პუბლიკაციის ბლოკირებაზე უარი უთხრა

სასამართლომ ტრამპს ბოლტონის მემუარების პუბლიკაციის ბლოკირებაზე უარი უთხრა

21/06/2020 11:36:59 მსოფლიო

ვაშინგტონის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართვის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სარჩელი უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის - ჯონ ბოლტონის მემუარების პუბლიკაციის ბლოკირების თაობაზე.

როგორც მოსამართლე როის ლამბერტის მიერ გამოქვეყნებულ 10-გვერდიან დადგენილებაშია განმარტებული, იუსტიციის სამინისტროს არგუმენტები პუბლიკაციისთვის ბლოკირების გადაწყვეტილების მისაღებად არასაკმარისია და გარდა ამისა, წიგნი უკვე ფართოდ გავრცელდა მაღაზიებსა და ინტერნეტ-სივრცეში.

იუსტიციის სამინისტრო სარჩელის საფუძვლად ასახელებდა "გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რომლის განსაჯაროებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს".

"ბოლტონმა ცალმხრივი წესით გადაწყვიტა, გვერდი აეარა გამოქვეყნებამდე წიგნის განხილვის პროცესისთვის, რაზეც მას მანამდე თანხმობა ჰქონდა ნათქვამი. ამის ნაცვლად ის გეგმავს, საკუთარი შეხედულებისამებრ გაავრცელოს გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რათა მოგება ნახოს თავისი წიგნიდან", – ნათქვამია უწყების მიმართვაში.

ბოლტონის მემუარების გამოქვეყნება 23 ივნისისთვის არის დაგეგმილი. თუმცა რამდენიმე მედიასაშუალებაში წინასწარ გამოქვეყნდა ნაწყვეტები, რომლებიც სკანდალურ დეტალებს შეიცავს.

CNN–ის ​ინფორმაციით, ბოლტონი წერს, რომ "დონალდ ტრამპი პირად საუბრებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ჩიოდა, თუმცა საჯაროდ მათ მხარს უჭერდა".

"აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ ტრამპმა რუსეთ-საქართველოს ომის მე–10 წლისთავზე მას არ მისცა უფლება, რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადება გაევრცელებინა", – იუწყება CNN ჯონ ბოლტონის მემუარებზე დაყრდნობით.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონს "მატყუარა" უწოდა და განაცხადა, რომ "ყოფილი მრჩევლის მემუარებში მოყვანილი ცნობები, რომლებიც მედიამ გაავრცელა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს". აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი ბოლტონი "მოღალატედ" მოიხსენია. „სამწუხარო და სახიფათოა, რომ ჯონ ბოლტონის საბოლოო საზოგადოებრივი როლი იმ მოღალატის როლია, რომელმაც ამერიკა დააზარალა",- განაცხადა პომპეომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S