ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
20/06/2020 17:22:02 მსოფლიო
ისრაელის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა.
კორონავირუსის ეროვნული ინფორმაციისა და ცოდნის ცენტრმა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დირექტორატის და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს, ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ ახალი ინფექციების შესამცირებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ერთ თვეში შესაძლოა, ყოველდღიურად ათასობით ახალი შემთხვევა და ასობით მსხვერპლი იყოს.
სპეციალურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ისრაელში შესაძლოა, სრული საკარანტინო ზომების მიღების საჭიროება დადგეს. ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იმატებს.
ისრაელში კორონავირუსით უკვე 305 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირების შემთხვევეთა რაოდნობა 20 000-ს აჭარბებს.


