Accentnews.ge
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19-ით 438 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19-ით 438 ადამიანი დაინფიცირდა

19/06/2020 18:54:18 მსოფლიო

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19-ით 438 ადამიანი დაინფიცირდა და 4 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში დაავადებამ 143 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 11 767 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6 325 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 456 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 586 000–ს გადააჭარბა, 4 536 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 896-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 741 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S