იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა
19/06/2020 11:09:37 მსოფლიო
იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, Covid -19 იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ამის შესახებ საუბარია ახალ კვლევაში, რომელიც ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
როგორც მკვლევრები აცხადებენ, კორონავირუსის შტამი მილანსა და ტურინში შარშან წლის ბოლოს, წყალში დაფიქსირდა, ხოლო ბოლონიაში Covid -19 2020 წლის იანვარში გამოვლინდა.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, სპეციალისტებმა აღნიშნულ ქალაქებში წყლის ნიმუშები 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში შეისწავლეს.
ოფიციალურად იტალიაში ვირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის თებერვალში აღრიცხეს.


