
აზერბაიჯანში, ბაზრობაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულია ოთხი ადამიანი
17/06/2019 09:38:48 სხვა, მსოფლიო
აზერბაიჯანში, სოფელ ბიუკესიკის ბაზრობაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაჭრილია რვა.
გარდაცვლილებს შორის არიან დედა და ორი ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე სამართალდამცველებს ჩაბარდა. მოხდარის მიზეზად ოჯახებს შორის უთანხმოება სახელდება.