საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 13 000–ს გადააჭარბა
19/06/2020 07:38:33 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 13 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.
- თურქეთი: 184 031 ინფიცირებული, 4 882 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 11 329 ინფიცირებული, 139 გარდაცვლილი
- სომხეთი: 19 157 ინფიცირებული, 319 გარდაცვლილი
- რუსეთი: 561 091 ინფიცირებული, 7 660 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 456 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 586 000–ს გადააჭარბა, 4 536 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 895-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 741 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


