აზერბაიჯანში პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვები მკაცრდება
19/06/2020 07:22:39 მსოფლიო
აზერბაიჯანში პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვები მკაცრდება. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მკაცრი კარანტინის რეჟიმი 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა.
21 ივნისიდან აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში 14-დღიანი საყოველთაო იზოლაცია გამოცხადდა, რომლის დროსაც მოსახლეობა სახლების დატოვებას მხოლოდ სპეციალური საშვების გამოყენებით შეძლებს. აიკრძალება სავაჭრო ცენტრების, კვების ობიექტებში და სილამაზის სალონების საქმიანობა.
ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავდებით 338 ადამიანი დაინფიცირდა და 6 გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19 ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11 000–ს გადააჭარბა. ვირუსს საერთო ჯამში 1389 ადამიანი ემსხვერპლა.


