Accentnews.ge
უკრაინაში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

19/06/2020 07:09:42 მსოფლიო

უკრაინაში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში დაავადებით 921 ადამიანი დაინფიცირდა და 19 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 985 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 34 984 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 16 033 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 456 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 586 000–ს გადააჭარბა, 4 536 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 895-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 741 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S