Accentnews.ge
სომხეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 000–ს გადააჭარბა

სომხეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 000–ს გადააჭარბა

19/06/2020 07:00:36 მსოფლიო

სომხეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 459 ადამიანი დაინფიცირდა და 10 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 319 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 19 157 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8266 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 456 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 586 000–ს გადააჭარბა, 4 536 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 895-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 741 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S