
18 ივნისის ამინდის პროგნოზი
18/06/2019 04:31:30 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში ხანმოკლე წვიმასა და სეტყვას პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-21 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +28 –+33 გრადუსი ნავარაუდევი.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.