რუსეთში, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე კოვიდ-ინფიცირების შედეგად 489 მედიკოსი დაიღუპა
18/06/2020 13:26:55 მსოფლიო
რუსეთში, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე კოვიდ-ინფიცირების შედეგად 489 მედიკოსი დაიღუპა, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია.
მაისის ბოლოს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისა და მისი შედეგებისგან 101 მედიკოსის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.
მაისშივე "მედიაზონამ" კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ რუსეთში ინფიცირებულ მედიკოსებს შორის სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა სახელმწიფოებში. გამოცემის გათვლით, კორონავირუსის შედეგებისგან რუსეთში იმ დროისთვის სულ მცირე, 186 მედიკოსი იყო გარდაცვლილი, ხოლო თუ დავუშვებდით, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ყველა დაღუპული მედიკოსი იყო აღრიცხული, მათზე ყოველი მე-15 გადრაცვლილი მოდიოდა, რაც გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა სახელმწიფოებში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მედიკოსებს შორის მაღალი სიკვდილიანობა შეიძლება, ორი ფაქტორით აიხსნას: ან საერთო სოკვდილიანობის სტატისტიკა რუსეთში ხელოვნურადაა შემცირებული და ამიტომაც მედიცინის მუშაკთა წილი არაპროპორციულად მაღალია, ან რუსი მედიკოსები დაუცველები არიან პაციენტებთან კონტაქტისას.


