მე–4 დღეა, უკრაინაში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ იმატებს
18/06/2020 08:25:58 მსოფლიო
მე–4 დღეა, უკრაინაში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ იმატებს. ბოლო 24 საათში დაავადებით 829 ადამიანი დაინფიცირდა, 17 ივნისს – 758, 16 ივნისს – 666, 15 ივნისს – 656.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 966 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 34 063 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7660 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 451 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 406 000–ს გადააჭარბა, 4 418 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 893-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 739 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


