ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით 665 ადამიანი დაინფიცირდა
18/06/2020 07:52:17 მსოფლიო
ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით 665 ადამიანი დაინფიცირდა და 7 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 309 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 18 698 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7560 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 451 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 406 000–ს გადააჭარბა, 4 418 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 893-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


