Accentnews.ge
"ოცნებამ" გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს"

"ოცნებამ" გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს"

18/06/2020 07:30:25 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი "ქართულ ოცნებას" "მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ხელისუფლებამ კომპრომისზე წასვლის სურვილი გამოავლინა და ახლა "ოცნებამ" უნდა გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა და დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ქართული დემოკრატია ძლიერია და ქვეყნის განვითარებას ოქტომბერში კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება ხელს შეუწყობს", – წერს კარპენტერი სოციალურ ქსელში.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს სიახლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S