Accentnews.ge
გერმანიამ ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები კვლავ შემოიღო

გერმანიამ ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები კვლავ შემოიღო

18/06/2020 06:50:18 მსოფლიო

Covid-19–ის შემთხვევების ზრდის გამო გერმანიამ გარკვეულ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები კვლავ შემოიღო. როგორც CNN იუწყება, ბერლინში, ნოიკელნის რაიონში ახალი კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 300-მდე საცხოვრებელი სახლი კარანტინში მოაქციეს. დაავადება მჭიდროდ დასახლებული რაიონის 7 საცხოვრებელ კორპუსში დაფიქსირდა.

დღე–ღამის განმავლობაში გერმანიაში Covid-19–ით 580 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 345.

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში დაავადებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იმატებს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში Covid-19-მა 8927 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 190 179 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 173 600 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 451 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 406 000–ს გადააჭარბა, 4 418 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 893-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S