პერუმ Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო
18/06/2020 06:04:28 მსოფლიო
პერუმ Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, პერუში ახალი კორონავირუსის 240 908 შემთხვევაა დადასტურებული, იტალიაში კი – 237 828.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 451 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 406 000–ს გადააჭარბა, 4 418 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 888-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


