Accentnews.ge
ქესონის აფეთქების შემდეგ სამხრეთკორეელმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა [ვიდეო]

ქესონის აფეთქების შემდეგ სამხრეთკორეელმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა [ვიდეო]

17/06/2020 16:08:12 მსოფლიო

გაერთიანების საკითხთა სამხრეთკორეელი მინისტრი კიმ იონ ჰოლი თანამდებობას ტოვებს.

მინისტრის თქმით, იგი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაუარესებაზე მთელს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

განცხადება მეორე დღეს გაკეთდა მას შემდეგ, რაც საზღვრისპირა ჩრდილოეთკორეულ ქალაქ ქესონში, ფხენიანის გადაწყვეტილებით, კორეათაშორისი კავშირების ოფისის შენობა აფეთქების გზით დაანგრიეს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ასევე გაავცელა განცხადება სასაზღვრო რაიონებში ჯარების შეყვანის შესახებ.

გასულ კვირას ფხენიანმა განაცხადა, რომ სეულთან კონტაქტებს კავშირის ყველა არხით წყვეტდა. მანამდე კი კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ პროტესტი გამოხატა ჩრდილოეთკორეელ “გადაბირებულთა” მიერ საზღვარზე ფხენიანის კრიტიკის შემცველი პროკლამაციების გადაგზავნის გამო.

ჩრდილოეთკორეელი ლიდერის და – კიმ ე ჩჟონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს, თუ სეული პროკლამაციების გზავნას არ შეაჩერებს.

კორეათაშორისი კავშირის ოფისი 2018 წლიდან მოქმედებდა, როცა ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესი გაჩნდა და ორი ქვეყნის მმართველებს შორის დიდი ხნის განმავლობაში პირველი კონტაქტები შედგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S