"დექსამეტაზონის" თვითნებურად გამოყენება არ შეიძლება"
17/06/2020 15:02:18 საზოგადოება
თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, პრეპარატ "დექსამეტაზონის" თვითნებურად გამოყენება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, მან იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს.
მისივე თქმით, "დექსამეტაზონი" არის ჰორმონი და მას, როგორც სხვა მედიკამენტს აქვს უკუმაჩვენებლები. მისი გამოყენება არ შეიძლება ქრონიკული დაავადებების დროს, მაგალითად, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.
"დექსამეტაზონი" და სხვა კორტიკოსტეროიდები, "პრედნიზოლონი", "მეთიპრედნიზოლონი" და სხვა, ეს ერთი ჯგუფია მედიკამენტების, საქართველოშიც და ყველა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება. კვლევამ უჩვენა, რომ გარკვეულ კოვიდ–პროცენტში მძიმე ავადმყოფებში ის იძლეოდა კარგ, დამაიმედებელ შედეგებს. ახალი კორონავირუსის დაავადების დასაწყისში, როცა ციტოკინუსტორმი არ არის გამოხატული, ამ "დექსამეტაზონის" და სხვა კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ არის სასურველი და მიზანშეწონილი, მაგრამ მძიმე ავადმყოფებში მათი გამოყენება გამოდგა კარგი, ანუ მან შეამცირა ვთქვათ, ლეტალობის მაჩვენებლები", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის: ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, იაფი და ხელმისაწვდომი პრეპარატი „დექსამეტაზონი“ Covid-19-ით ინფიცირებულ კრიტიკულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს მესამედით ამცირებს. მათივე თქმით, „დექსამეტაზონი“ არ ეხმარება კოროვირუსული დაავადების უფრო მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებს - კერძოდ, მათ, ვისაც ხელოვნური არ სჭირდებათ.


