Accentnews.ge
ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარე COVID-19–ით დაინფიცირდა

ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარე COVID-19–ით დაინფიცირდა

17/06/2020 09:05:48 მსოფლიო

ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ნურლან ნიგმატულინს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა, - იუწყება „როიტერი“.

არსებული ინფორმაციით, ნურლან ნიგმატულინი გასულ კვირას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს ელზან ბირტანოვს შეხვდა, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩნდა.

ყაზახეთის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით ყაზახეთში კორონავირუსის 15 542 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 88 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S