აშშ-დან რუსი ჰაკერი გააძევეს
17/06/2020 08:58:09 მსოფლიო
რუსი პროგრამისტი სტანისლავ ლისოვი, რომელიც აშშ-ში კიბერდანაშაულებისთვის გაასამართეს, სამშობლოშია დეპორტირებული, - იუწყება რუსული მედია.
ნოემბრის ბოლოს ნიუ-იორკის სასამართლომ რუს ჰაკერს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლისოვმა დანაშაული აღიარა. ამ დრომდე დაკავებაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, მას 4 თვეში ციხის დატოვება უწევდა. გარდა ამისა, რუს ჰაკერს 50 000-დოლარიანი ჯარიმის გადახდა და მისი ქმედებებით დაზარალებულთათვის 480 ათასი დოლარის ოდენობის ზარალის კომპენსირება დაეკისრა.
სტანისლავ ლისოვი 2017 წლის იანვარში ბარსელონის აეროპორტში დააკავეს, იმავე წლის ზაფხულში კი იგი აშშ-ში იქნა დეპორტირებული. ჰაკერმა მაშინ რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არ დაეშვა მისი ექსტრადირება ამერიკაში, სადაც მას ჯამში 35-წლიანი სასჯელი ემუქრებოდა.
აშშ-ის ხელისუფლების აზრით, ლისოვს კავშირი აქვს კომპიუტერულ ვირუს NeverQuest-ის გავრცელებასთან, რომელიც საფინანსო დაწესებულებების აპარატურასთან წვდომას უზრუნველყოფდა. ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, ამ გზით ლისოვი საბანკო მონაცემებსა და თანხებს იპარავდა. თავად ჰაკერმა ამერიკული ბანკებისგან 855 ათასი დოლარის მოპარვა აღიარა.
- 2017 წელს ევროპაში აშშ-ის მიმართვის საფუძველზე სულ მცირე, 5 რუსი ჰაკერი დააკავეს. ეს დაკავებები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. თავად მოსკოვი თავის მიზნებში ჰაკერების გამოყენებას ამ დრომდე უარყოფს.
- მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ექსტრადირების შესახებ შეთანხმება არ არსებობს.


