ფხენიანმა სეულიდან ელჩების მიღებაზე უარი განაცხადა
17/06/2020 07:30:54 მსოფლიო
კორეის ნახევარკუნძულზე კვლავ დაძაბული ვითარებაა: ფხენიანმა სამხრეთ კორეელი ელჩების მიღებაზე უარი განაცხადა. ელჩები ესკალაციის შესამსუბუქებლად ორმხრივ მოლაპარაკებებში უნდა ჩართულიყვნენ.
არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დანაყოფები უკვე საზღვრისპირა რეგიონებში იმყოფებიან. ქვეყნის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, ფხენიანი საზღვრისპირა რეგიონებში ყველა სახის რეგულარულ წვრთნებს განაახლებს. ასევე, იგეგმება დემილიტარიზებულ ზონაში სასაზღვრო პუნქტების დაბრუნება.
ჩრდილოეთ კორეის ჯარები დემილიტარიზებულ ზონიდან 2018 წლის შეთანხმების საფუძველზე გავიდნენ.
ქალაქ კესონში მდებარე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამოკავშირეო ოფისი ფხენიანის გადაწყვეტილებით გუშინ ააფეთქეს.


