Accentnews.ge
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 000–ს გადააჭარბა

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 000–ს გადააჭარბა

17/06/2020 07:01:04 მსოფლიო

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავადებით 544 ადამიანი დაინფიცირდა და 9 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 302 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 18 033 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6 814 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 446 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 266 000–ს გადააჭარბა, 4 324 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 888-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S