Accentnews.ge
პეკინში შიდა ფრენების 70% გაუქმდა, სკოლები კვლავ დაიხურა და განგაშის II დონე გამოცხადდა

პეკინში შიდა ფრენების 70% გაუქმდა, სკოლები კვლავ დაიხურა და განგაშის II დონე გამოცხადდა

17/06/2020 06:54:38 მსოფლიო

Covid-19-ის ახალი შემთხვევების ზრდის გამო პეკინში შიდა ფრენების 70% გაუქმდა, სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები კვლავ დაიხურა და განგაშის II დონე გამოცხადდა.

გზები და მაგისტრალები ჯერ–ჯერობით ჩაკეტილი არ არის, მაგრამ ქალაქის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი და ნებისმიერი პირი, რომელიც პეკინს ტოვებს, ვალდებულია, წარმოადგინოს საბუთი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.

კარანტინია გამოცხადებული პეკინის 20–ზე მეტ უბანში.

ცნობისათვის: ბოლო 24 საათში პეკინში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე ქალაქში კორონავირუსის 137 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა უმეტესობა ახალ, ე.წ. „ბაზრის კლასტერს“ უკავშირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S