Accentnews.ge
თურქეთმა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

17/06/2020 06:14:15 მსოფლიო

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ვეფხვის კლანჭი” დაიწყო, - იუწყება თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქი ჯარიკაცები ჰაფტანინის რეგიონში არიან დისლოცირებული, ხოლო ოპერაციაში ჩართულია თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალები, საბრძოლო ვერტმფრენები და დრონები.

„ოპერაცია თურქეთის თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ფარგლებში ტარდება და მიმართულია „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და სხვა ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება „ქურთისტანის მუშათა პარტიას” ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S