Accentnews.ge
მონაცემების დაზუსტების შედეგად, ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 20%–ით გაიზარდა

მონაცემების დაზუსტების შედეგად, ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 20%–ით გაიზარდა

17/06/2020 05:52:43 მსოფლიო

ინდოეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 003-ით გაიზარდა.

როგორც გამოცემა „თაიმს ოფ ინდია“ წერს, მსხვერპლთა რიცხვის მკვეთრი ზრდა გამოიწვია მაჰარაშტრასა და დელის შტატების ჯანდაცვის უწყებების მიერ გარდაცვალების აქამდე დაურეგისტრირებელი შემთხვევების დამატებამ. ამრიგად, ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 20%–ით გაიზარდა და ჯამში 11 914 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსი 10 914 ადამიანს დაუდასტურდა.

ინდოეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 354 ათასზე მეტი შემთხვევა, საიდანაც თითქმის 187 ათასი ინფიცირებული უკვე განიკურნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S