ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19-ით თითქმის 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ესპანეთში
16/06/2020 15:54:36 მსოფლიო
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19-ით თითქმის 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ესპანეთში. დღე–ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ესპანეთში – 181.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში დაავადებამ 126 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 10 662 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5 948 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 439 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 120 000–ს გადააჭარბა, 4 233 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


