Accentnews.ge
ინგუშეთში შეიარაღებული ინციდენტის შედეგად რამდენიმე პირი, მათ შორის პოლიციელი და “როსგვარდიელი” დაიღუპა

ინგუშეთში შეიარაღებული ინციდენტის შედეგად რამდენიმე პირი, მათ შორის პოლიციელი და “როსგვარდიელი” დაიღუპა

16/06/2020 13:54:35 კავკასია

ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში დღეს მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ხუთი მოქალაქე, მათ შორის პოლიციელი და “როსგვარდიის” თანამშრომელი დაიღუპნენ. კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, - იუწყება "Интерфакс".

პირველადი ინფორმაციით, შეიარაღებულ ინციდენტში მიწის გადანაწილების საკითხზე ნათესავებს შორის დაწყებული კამათი გადაიზარდა. სულ კონფლიქტში 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ორი ისროდა.

გარდაცვლილთა და დაჭრილთა უმრავლესობა მედოვების კლანის წარმომადგენელია.

მომხდართან დაკავშირებით ორი ან მეტი პირის მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S